LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

207
შუქი

საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის, ისნის, ჩუღურეთის, გლდანის და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ანდრონიკაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, ჭიათურის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის,  სანაპიროს, კოსტავას და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არსენას, ბესიკის, ვეძინის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანის, ძმები ზუბალაშვილების, კოსტავას და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნაოზ ლაპიაშვილის, ქიაჩელის, სატივეს და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, სერგი ჯიქიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ბოჭორმის, ქურხულის, ჩეხოვის, ბადიაურის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ახმეტის, ბადიაურის, ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის და ზურაბ პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრეივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ),  განთიადის, რიონის, ომარ ხიზანიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, ბუგეულის, ჩხარის და სნოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გუდამაყრის, დავით გარეჯელის, მუხრანის, ტიბაანის,  ხორნაბუჯის, ჩარგლის, თიანეთის და მამუკა ბეინაშვილის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები