LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი მგზავრთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

84
NKS04977

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო.

აეროპორტის ოპერატორმა კომპანიატავ ჯორჯიამადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რომ უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს, ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.

„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები