LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში 1 დღეში 4 რეისი შესრულდა

86
ff

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამჯერად, 6 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი განხორციელდა – თეირანიდან, ალმათიდან, რიადიდან და ციურიხიდან. ოთხივე შესრულებული ავიარეისით სამშობლოში 159 მოქალაქე დაბრუნდა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ისინი გადაიყვანეს სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

აღსანიშნავია, რომ ფრენები გუშინ შემდეგი განრიგით, აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა შეასრულეს:

11:04 ✈ Zagros Airlines – Tehran-Tbilisi-Tehran – 6 მგზავრი

13:06 ✈Scat Airlines – Almaty-Tbilisi-Yerevan – 59 მგზავრი

16:57 ✈ Swiss Airlines – Zurich – Tbilisi – Zurich – 51 მგზავრი

18:01 ✈ – Georgian Airways – Ryadh – Amman -Tbilisi – 61 მგზავრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები