LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში მგზავრს 20 კგ მარიხუანა აღმოუჩინეს

595
marixuana aeroporti

თბილისის აეროპორტში, ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს ხელბარგში, მებაჟეებმა 20 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ აფრიკელი მგზავრი მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე 27 ივლისს შეამოწმეს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანა“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

27 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა”, ეჭვის საფუძველზე, სამხრეთ აფრიკიდან მომავალი, საეჭვო ტრანზიტული მარშუტის მქონე მგზავრის ვ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 20 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები