LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბარსელონაში – Ryanair-ის წარმომადგენელი

62

ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მონაწილეობს.

“წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება”, – აღნიშნა ოკონერმა.

ირლანდიური ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ფრენების დაწყების თაობაზე Ryanair იქიდან გამომდინარე იღებს, თუ სადაა ყველაზე კონკურენტული ხარჯები.

“ახლა უფრო მეტ აეროპორტს სურს ზრდა, ვიდრე გვაქვს ამის შესაძლებლობა. უნდა ფრთხილად გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ვერ შევძელით ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ქუთაისთან ან თბილისთან. ეს კარი ყოველთვის ღიაა. მოხარულები ვიქნებით განვაახლოთ მოლაპარაკებები. მომავალ წლებში ზრდის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. არ არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია ფრენების დაწყება ქუთაისში ან თბილისში. თბილისი ბაზარია, რომელსაც სჭირდება განვითარება, აქ შეზღუდული ფრენების მიმართულებებია. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი. პრობლემა სწორედ ძვირი აეროპორტია. ხარჯები თბილისში ძალიან მაღალია”, – განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები