LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ე.წ. “ქორწილის” კლასტერი სამეგრელოშიც დაფიქსირდა: კორონავირუსი და–ძმას დაუდგინდა

541
BeFunky-collage (6)

კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა სამეგრელოში, თბილისის ე.წ. “ქორწილის” კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან. ასევე, საეჭვოა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ტესტის შედეგიც, რომელსაც პისიარ ტესტირება ხელმეორედ ჩაუტარდება.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დადგენილია მათთან კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი, რომელიც უკვე კარანტინში გადაიყვანეს.

„გუშინ სამეგრელოში ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს არის წალენჯიხა, სოფელი ფოცხოეწერი. ერთი არის ადგილობრივი და მეორე თბილისში მცხოვრები. ისინი 29 აგვისტოს ქორწილში იმყოფებოდნენ, არიან და-ძმა. 8 პირი, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა მათთან, იმყოფება საკარანტინო სივრცეში. დანარჩენ კონტაქტებს სწავლობს, როგორც რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, ასევე წალენჯიხის საზოგადოებრივი ცენტრი“ – აცხადებს ანზორ ქობალია.

საქართველოში “ქორწილის” კლასტერი გაჩნდა: 45 შემთხვევიდან 23 აჭარაში დადასტურდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები