თბილისის ფოტო ფესტივალის მეათე გამოშვებას რეგიონული მნივშნელობის გამოფენა დახურავს. თბილისის მომა (ზურა წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) გამოფენას “მთებს მიღმა: სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფია, ნაწილი I “ 21 სექტემბერს, 19.00-ზე უმასპინძლებს.

ეს ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს ეკუთვნის და პირველი გამოფენაა, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 25 მდე თანამედროვე არტისტებს და ფოტოგრაფებს.

გამოფენა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ფოტოგრაფების პროექტებს აერთიანებს, რომელთა შორის არის დოკუმენტური და ფოტო ჟურნალისტური ნამუშევრები, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნების და ფოტოგრაფიის ზღვარზე შექმნილი კონცეპტუალური და პერსონალური პროექტები. ისევე როგორც მულტიმედია, ვიდეო და კინო. პროექტი მიზნად ისახავს არტისტულ დიალოგში ჩართოს კავკასიის ტერიტორიაზე მომუშავე ავტორები იმ თემების გარშემო, რომლებიც აქტუალურია სამხრეთ კავაკსიის ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის. ეს არის: თანამედროვე საზოგადოება და ტრადიციული ღირებულებების ცვლილებები, ქალები და მასკულინობა, თანამედროვე კონფლიქტები და მიგრაციის საკითხები, საზოგადოების მიერ უარყოფილი და გარიყული უმცირესობები, და ა.შ.;

ეს გამოფენა სამხრეთ კავაკსიური რეგიონის თვითმყოფადი და მრავალფეროვანი თანამედროვე რეალობის სურათის შექმნის მცდელობაა. პროექტის სპეციალური სტუმრები იქნებიან მედიაპლატფორმა ‘ჩაიხანა’ და ‘სალამ სინემა’-ს კინო პროგრამა.

გამოფენა სამხრეთ კავაკსიური ფოტოგრაფიის პერმანენტული კოლექციის შექმნის საფუძველი გახდება. გამოფენა პროექტის “სამხრეთ კავაკსიური ჰაბი ფოტოგრაფიისა და ინოვაციისთვის ნაწილია“, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05