LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გარკვეულ უბნებს წყალი 16 საათით შეუწყდება

203
1

მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაცხოვრებლების ნაწილს, 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე, 16 საათით წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი 15 ოქტომბერს, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელი სამუშაოებია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში შევა დამატებით ახალი ტუმბოაგრეგატი, რაც წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

GWP-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

?  მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ქიქოძის, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქიქოძის, სანაპიროს, პუშკინის, ასათიანის, ღვინის აღმართის, გუნიასა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზისა და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

?  ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ქუთათელაძის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს – „ახალ თბილისსა“ და „ოლიმპიურ ქალაქს“.

?  დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:

მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქუჩისა და შესახვევის ნაწილს, ლუბლიანასა და მიმდებარე ქუჩებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები