LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გიმნაზიაში 1918 წელს ფრანგული კლუბის პროგრამა არსებობდა: რას ასწავლიდნენ ბავშვებს

793
gimnazia3

1830  წლისთვის თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მატერიალური ბაზა თითქმის ორჯერ აღემატებოდა სხვა სასწავლებლების ბაზას. გაცილებით უკეთ იყო უზრუნველყოფილი დამხმარე სახელმძღვანელოებითა და კლასგარეშე ლიტერატურით. გამოირჩეოდა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველთვის დირექტორთა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სასწავლებლის  ფონდი სხვა სასწავლებლებთან შედარებით საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, XIX საუკუნის 80-იან წლებში 15.766 ტომს მოიცავდა.

გიმნაზიას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ანტიკური პოეზიის წიგნით მოვაჭრე ლაიფციგის ფირმასთან. გიმნაზიაში შექმნილი იყო მოსწავლეთა სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო პირობები. სკოლის დარბაზში ეწყობოდა დასაშლელი სცენა, სადაც მოწაფეები სპექტაკლებს უცხო ენაზე დგამდნენ.

 

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელს ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ 1905 წლამდე ქართველი დირექტორი არ ჰყოლია. 1905 წელს გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა ივანე გამყრელიძე (1905-1911). იგი საზოგადოებასა და სკოლაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1905 წლის 22 ოქტომბერი გიმნაზიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღე იყო. ამ დღეს გიმნაზიის მოსწავლეები ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური ქაოსის მსხვერპლნი გახდნენ. ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ჩახოცეს სასწავლებლის მოსწავლეები, გაძარცვეს და დაიკავეს შენობა. გიმნაზიაში თუმცა ფორმალურად ყველა სოციალური ფენის შვილებს შეეძლო შესვლა, მოსწავლეთა კონტიგენტი მაინც შეზღუდული იყო.

საქართველოს ეროვნულმა არქივმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც 1918 წლით თარიღდება. ეს არის  დიუდანის ფრანგული კლუბის პროგრამა. ტფილისის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელმა მაქს დიუდანმა კლუბის დაარსების იდეით განათლების სამინისტროს 1918 წლის სექტემბერში მიმართა და ნებართვაც მიიღო. ფრანგულ კლუბში 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ხელსაქმეს, ხატვას, ცეკვას, მუსიკას, „პლასტიურ ვარჯიშობას“, სასცენო ხელოვნებას ასწავლიდნენ და ავარჯიშებდნენ „თავისუფალ შემოქმედებაში“.

გიმნაზიები უმრავლე­სობა 1921 შემდეგ გადაკეთდა სახ. განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. 1924 წლიდან გასაბჭოებული საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ სახელი შეუცვალა გიმნაზიას და მას საცდელ-საჩვენებელი სკოლა დაარქვა. ხოლო 2011 წლიდან სკოლას ისტორიული სახელი “თბილისის კლასიკური გიმნაზია” დაუბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები