LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს იყიდის – სატრანსპორტო რეფორმა გრძელდება

120
georgia-04

დედაქალაქში მოძრავი ე.წ. “ყვითელი მარშუტკების” თემა, რომელიც მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, აქტუალური იყო დღევანდელ სხდომაზეც. კახი კალაძის განმარტებით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, რომლის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს მგზავრთა დისკომფორტი, გამონაბოლქვი, ტექნიკური გაუმართაობა და მისივე თქმით, არსებულმა ტრანსპორტმა თავისი რესურსი უკვე ამოწურა. თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდება რეფორმების გაგრძელება, რომელიც გულისხმობს ძველი საქალაქო ტრანსპორტის ან მთლიანად შეცვლას ან განახლებას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარება დავალებული ქონდა ვიცე მერს, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე ვითარება შეაჯამა და სიახლეებზე ისაუბრა.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, უახლოეს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ტენდერს 300 მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შეთანხმება შესაბამისი სტანდარტების მქონე კომპანიასთან უკვე მიღწეულია და დედაქალაქს მალე ახალი საქალაქო ტრანსპორტი მოემსახურება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიკროავტობუსებზე ტარიფი არ გაიზრდება.

ხმალაძემ აღნიშნა, რომ ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემა აქმდეც არსებობდა, თუმცა მისი წინამორბედები პრობლემას ვერ აგვარებდნენ და “თვალს ხუჭავდნენ”, ამიტომ დალექილი პრობლემების მოგვარებას მერია ეტაპობრივად ცდილობს.

“როგორც აღვნიშნეთ, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან და ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამასი ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები. მომდევნო პერიოდში, ჩვენ კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებასაც გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც“, – აცხადებს ხმალაძე.

 

რაც შეეხება ქალაქის ჰაერის დაბინძურების საკითხს, ქალაქის მერის თქმით, მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და ისინი პირველები იქნებიან ვინც დაიწყებს ამ მიმართულებით თბილისზე ზრუნვას და მოწესრიგებას. კახი კალაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომელიც უკავშირდება საავტობუსე ზოლების შექმნას და განმარტა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქალაქო ტრანსპორტის დაუბრკოლებელ მოძრაობას ქალაქში.

პოპულალურები