LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია, ცენტრალური ოფისის გარდა, რაიონულ მომსახურეობას წყვეტს

115
12121212

“ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს”, – ამის შესახებ კახი კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მერის განმარტებით, ცენტრალური ოფისის პერსონალი უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

“მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა. მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას” – განაცხადა კახი კალაძემ.

დედაქალაქის მერის ახალი განკარგულების თანახმად, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც  თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს.

რაც შეეხება ტაქსების ლიცენზიებასთან დაკავშირებულ საკითხს, კალაძე აცხადებს, რომ განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონული წესით გახდება შესაძლებელი.

“კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, – განაცხადა  კახი კალაძემ.

არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და გავალამაზოთ რეალობა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად – გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები