LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: გარდაცვლილი მუშა ჩვენ მიერ არ იყო დასაქმებული

193
დაღუპული მუშა - ჭავჭავაძის გამზირი

ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მუშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა. მაშველებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით უშუალოდ უნივერსიტეტის წინ ასრულებდა და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები