LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მეწარმეებს იჯარისგან 3 თვით ათავისუფლებს (ვიდეო)

253
unnamed

ის მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი იჯარით ქონდათ აღებული, მომდევნო 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან ყოველთვიური გადასახადისგან. კახი კალაძის განმარტებით, ასეთი მეიჯარეები ამ დროის მდგომარეობით მერიას 600-მდე ჰყავს. მერის ახალი ინიციატივა გავრცელდება ასევე ქვემეიჯარეებზეც. ამის შესახებ კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღევანდელი სიახლე და გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთები ან ფართი იჯარით ქონდათ აღებული მერიისგან. ამ მეწარმეებს მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახადისგან. მეიჯარე ხელშეკრულებით ვალდებული იქნება აღნიშნული განკარგულება გაავრცელოს ასევე ქვემეიჯარეზეც”, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქში ფორსმაჟორული მდგომარეობა გაგრძელდება, აღნიშნულ მეწარმეებს საშეღავათო პერიოდი მომდევნო თვეებშიც გაუგრძელდებათ.

კახი კალაძემ ბრიფინგზე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დარჩნენ შინ და მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

 

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/784347125307243/

პოპულალურები