თბილისის მერიაში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების პროექტი განიხილება

გარე განათებააა

დედაქალაქის მერის განცხადებით, მერიაში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების პროექტი განიხილება, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ქუჩა შესაბამისად უნდა განათდეს, შეიქმნას გარე განათების სტანდარტი, რაც დღეს დაცული არ არის.

„მინდა, შევეხო გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტისა და პროექტის შექმნის საკითხს. დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩა, ცენტრალური მაგისტრალები, საუბნო ქუჩები, შესაბამისად, საჭიროა, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა ქუჩას შესაბამისი განათება ჰქონდეს. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება.მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.

„ეს სტანდარტი იქნება კომფორტული ქვეითებისთვის, მოსახლეობისთვის, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, რომ ეს ცვლილება მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები