LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

77
BeFunky-collage (3)

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მათ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

,,გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები