LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროპოლიტენი დღეს შეფერხებით მუშაობდა

118
metro-tbilisi

თბილისის მეტროპოლიტენში დღეს მორიგი შეფერხება დაფიქსირდა. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 09:29 საათზე მეტროსადგურ „სამგორში“ შემადგენლობას ტექნიკური ხარვეზი დაუდგინდა, რის შემდეგაც, ორ წუთში მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს და სხვა შემადგენლობით ჩაანაცვლეს. შედეგად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრებს მატარებელი ვერ ემსახურებოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროპოლიტენში შემადგენლობების მოძრაობა ჩვეული გრაფიკით ხორციელდება.

22 მარტს ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა „სადგურის მოედანზე“, წინა დღით ისევ „სამგორში“. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, შეფერხება ძაბვის ვარდნას, ზოგში კი, შემადგენლობის ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. თუმცა, მათი განმარტებით, სერიოზულ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოძრავი შემადგენლობები მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოწმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები