LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის მიკროავტობუსი” სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს

719
marsh-700x336

“თბილისის მიკროავტობუსში” დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხების მიზეზებს განმარტავენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეფერხება, კაიროს ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გზა გახსნილია.

„3 ივნისს, დილის 06:00 საათზე ქაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

დილიდან შეფერხებით მუშაობდნენ სამარშრუტო ტაქსები ვარკეთილი-ვაზისუბნიდან ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები