LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილეს მასპინძლობს

365
bidzina-kvernadze_news2019

22 მაისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულად აღინიშნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის 90 წლის იუბილე.

შესრულდება მის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ქათამაძე, მანანა მენაბდე, მიხეილ შუშაბერიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, დათო წულუკიძე, ნეკა სებისკვერაძე, „თეატრალურის კვარტეტი“, სამების კათედრალის საპატრიაქო გუნდი, რომელსაც სვიმონ ჯანგულაშვილი უდირიჟორებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.

ღონისძიების რეჟისორია გოჩა კაპანაძე, იდეის ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი, ნიკა ნიკვაშვილი.

საღამო 22:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები