LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის რესტორნები მერიისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

548
cZbnOqK

თბილისში 400 რესტორანი დედაქალაქის მერიისგან, ერთჯერად, ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს. დღეიდან კი, დოკუმენტების გადამოწმების პროცესი განახლდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, დაფინანსების პროცესი შეჩერებული იყო. „13 მაისიდან განახლდება დოკუმენტების გადამოწმების პროცესი და თანხის ჩარიცხვა განხორციელდება მომავალი კვირიდან”,- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, დაანონსებული ფინანსური დახმარება 5 000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. 400 რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები