LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინრეჟიმში გაიმართება

1496
studentfilmfestival

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი, 3 – 6 ნოემბერს, მსოფლიოში არსებული COVID19 სიტუაციიდან გამომდინარე, ONLINE რეჟიმში გაიმართება.

2020 წელს, ფესტივალი 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლას აერთიანებს. გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინის და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამები ნაჩვენები იქნება live stream-ის მეშვეობით სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის წევრები არიან კინორეჟისორი თამარ შავგულიძე და კინომცოდნეები, ნენო ქავთარაძე და გიორგი რაზმაძე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი. ფორუმი ჩატარდება 4 და 5 ნოემბერს, COVID-რეგულაციების სრული დაცვით. ფორუმის მონაწილეებს ფიჩინგის ტრენინგ ჩაუტარებს კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, ხოლო ჟიურის წევრები კინორეჟისორი დავით ჯანელიძე, მწერალი, სცენარისტი ნესტან კვინიკაძე და კინოოპერატორი: გიორგი შველიძე გამოავლენენ 3 გამარჯვებულს, რომლებიც შესაბამისი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართება (რუსთაველის გამზ. 19), სადაც ფორუმის I, II და III ადგილის ლაურეატები გამოვლინდებიან. ასევე, ცერემონიაზე კინოპროგრამის გამარჯვებულებიც დასახელდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური/ანიმაციური ფილმები.

პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ფესტივალის მეგობრები: გოეთეს ინსტიტუტი საქართველო, ARTAREA TV, TAFU TV.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები