LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის გამარჯვებულები გახდნენ

122
Tbilisis_saxelmwifo_samedicino_universiteti_studenturi_festivali_202is_gamarjvebuli_gaxda_62c6a132b6d9e

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 15 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს სპორტის შემდეგ სახეობებში:

  • ჭადრაკი
  • კარტინგი
  • ჯომარდობა

ტრადიციულად, პირველობა არავის დაუთმო თსსუ-ის კულტურის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა „ქართული ფოლკლორი“, რომელმაც გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა:

  • საუკეთესო ქართული ცეკვა
  • საუკეთესო ხალხური სიმღერა

გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ფესტივალის ჟიურისა და ორგანიზატორების მიერ დასახელდნენ როგორც საუკეთესო გულშემატკივრები.

საბოლოოდ, სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებული პირველი ადგილების მიხედვით ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად სწორედ აღნიშნული ორი უმაღლესი სასწავლებელი დასახელდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას.

http://