LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

177
melia (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დარბაზში მყოფი პოლიტიკოსები და მხარდამჭერები მას შეძახილებით და ტაშით შეხვდნენ.

სასამართლოში იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” წევრები და ნიკა მელიას მეგობრები.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები