LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემდეგ ქუთაისი – ეკონომიკის მინისტრს შენიშვნები აქვს

66
20191030124024

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი ქუთაისის აეროპორტსაც აკრიტიკებს.

ნათია თურნავა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს.  სწორედ ამიტომ დაიწყო პროცესი, რომელიც გულისხმობს საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტების მოწესრიგებას.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს სანიმუშო. დღეს დავათვალიერე აქაურობა, შენდება ახალი ტერმინალი, რომელიც გაისად შევა მწყობრში და ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება. შესაბამისად, აქედან მგზავრობა გახდება უფრო კომფორტული და მიმზიდველი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება შენიშვნებს, მინისტრის განმარტებით, დღესაც, არსებულ ვითარებაში, შესაძლებელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკეთესად მოემსახუროს მგზავრებს, მოწესრიგდეს ელემენტარული დეტალები, როგორიცაა: რიგები, სანიტარული პირობები, ავეჯის განახლება, რაც შეიძლება ტურისტებს თვალში მოხვდეთ და გარკვეულწილად, ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას არ ეკადრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები