LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება

73

დღეს, 17:30 საათზე, თბილისის ტექნოპარკში „სტარტაპ კვირეული“ გაიხსნება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

კვირეულის მიზანია ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ იდეის გენერირებიდან მის რეალობად ქცევამდე. ასევე, მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური უცხოელი მენტორებისგან.

26-29 ივნისს ანალოგიური ღონისძება ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება. სტარტაპ კვირეულის პარტნიორების მიზანია, ღონისძიება იყოს შედეგზე ორიენტირებული, მიიღოს რეგულარული სახე და ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები