LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისმა რომს, პარიზს და სანტორინის აჯობა – ტურისტულ გამოკითხვაში ვლიდერობთ

495
The-leaning-clock-tower-Rezo-Gabriadze-Puppet-Theater-1200x882

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის გამოკითხვაში, რომელიც მის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე მიმდინარეობს, თბილისი ლიდერებს შორისაა. გამოკითხვის მიხედვით, Ryanair ცდილობს დაადგინოს, რომელ ტურისტულ მიმართულებებს ანიჭებენ მოგზაურები უპირატესობას მიმდინარე წელს.

იქნება თუ არა თბილისი ავიაკომპანიის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებული ხვალ, 13 თებერვალს გაირკვევა. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქს 3 ქალაქი: ბარსელონა, მალიორკა და ლონდონი ეცილება.

ისტორია, ინტრიგა და აღელვება კავკასიაში - Ryanair თბილისის სიკარგეზე წერს

ავიაკომპანია ტურისტებს ურჩევს, თბილისი 2020 წლის სამოგზაურო ჩამონათვალში დაამატონ

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის გამოკითხვის შედეგად, საწყის ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. პირველ ეტაპზე თბილისმა რომი და სანტორინი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პარიზს აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები