LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

578
yancheli987099-2019-10-02-JaZjVDs23C

„თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი გალაკონცერტი “მე ვარ თბილისი” 5 ოქტომბერს კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება თბილისში, ორბელიანის მოედანზე 5 ოქტომბერს 20 საათზე დაიწყება.

"დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს" - აშშ-ს საელჩო

მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო დროს კომპოზიტორი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და ხშირად გადიოდა მკურნალობის კურსს. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. გია ყანჩელს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები