LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემიძლია დავიტრაბახო – კალაძე

64
კახა-კალაძე-7

შემიძლია დავიტრაბახო, რომ შესაძლოა ბევრ ევროპულ, ჩვენზე უფრო ძლიერ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ავტობუსების ტენდერზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რეფორმა დაწყებულია, რომ გადაადგილება უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი იყოს.

,,თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენი დაპირებაც იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს უფრო მეტი სტიმული მივცეთ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისად, ეს რეფორმა წამოწყებულია, რომ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები