„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა.

„7 ივლისიდან იწყება რეგულარული ავიარეისები თბილისსა და ბათუმს შორის, რომელსაც  შპს „სერვისეარი“ შეასრულებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი თვითმფრინავით. ფრენები შესრულდება ყოველდღიურად, ოთხშაბათის გარდა. პარასკევს და კვირას კი რეისები დღეში 3-ჯერ შესრულდება. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა და  ამ რეგულარული რეისით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

შპს „სერვისეარმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც   მგზავრთა საჰაერო გადაყვანის, ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. „სერვისეარი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებით.

 

მსგავსი თემები