LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და დამამს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

92
54374622_2596326590442128_2975755077282693120_n

ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი’’ ზაფხულის სეზონზე თბილისიდან დამამის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს შეასრულებს.

8 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით ჩარტერული ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს განხორციელდება.

ცნობისთვის, დამამი – სპარსეთის ყურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე უდიდესი საპორტო ქალაქია, ასევე მესამე უმსხვილესი ფინანსური ცენტრი საუდის არაბეთსა და მთელს აღმოსავლეთ პროვინციაში.

თბილისსა და დამამს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდას, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები