LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა იგეგმება

380
a6f7e66a6031337001655d616ce68fc7_XL

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებთან.

ქობულიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში.

„ბულგარეთი არის კარიბჭე ჩვენთვის ევროპაში და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავამყაროთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ბულგარეთთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომლის თაობაზეც შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო ეფექტური ციფრული კავშირი როგორც წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რაც საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის სტრატეგიაში დაეხმარება.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების აუცილებლობას თბილისსა და სოფიას შორის.

ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობას მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის, რომლის დროსაც შეთანხმდნენ არსებული გამოცდილების გაზიარებაზე. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო – ბულგარეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება, ავეჯის წარმოებაში შესაძლო კლასტერის შექმნა იყო, სადაც ბულგარეთს დიდი გამოცდილება აქვს.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ბულგარეთს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები