LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, 12 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა – საშიში ინტერნეტთამაშის შედეგი

129

12 წლის გოგომ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან.

პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.

12 წლის გოგო სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში წევს. ის მეხუთე სართულიდან გადახტა. მომხდარ ფაქტზე ოჯახი ღიად არ საუბრობს. ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო თამაშების ფატალურ შედეგებზე ინფორმაცია აქვთ ფსიქოლოგებსაც. მათივე რეკომენდაციით, თამაშის სახელს, მომხდარის ადგილმდებარეობას და დაზარალებული ოჯახის ვინაობას კურიერი არ ახმაურებს.

სახიფათო ინტერნეტ თამაშებზე წერს BBC-ც. სტატიის მიხედვით, სამართალდამცველები ლონდონელ მშობლებს შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებენ. ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების სუიციდის ხშირი ფაქტები რუსეთში ფიქსირდება და თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი საშიში ინტერნეტთამაშია.