LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 4 მამაკაცი დაჭრეს

policia

ვერაზე ტატიშვილის ქუჩაზე 4 მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. სამი დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ალადაშვილის კლინიკაშია განაგრძობს მკურნალობას.

როგორც ჟურნალისტებს ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა რეანიმატოლოგმა, ნიკოლოზ დემეტრაძემ განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,00:15 საათზე მოყვანილ იქნა სამი მოქალაქე ტაქსით. აღენიშნებოდათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება და მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში. მეორე პაციენტს ჰქონდა ჭრილობა ბარძაყის არეში. სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აყვანილ იქნა საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ისიც აყვანილ იქნა საოპერაციოში. როგორც გაირკვა, დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები