LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 4 წლის ბავშვის გატაცება სცადეს

809
202008122113491536046023

თბილისში 4 წლის ბავშვის გატაცება სცადეს. ამის შესახებ სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს რუსთავი2 ავრცელებს.

მცირეწლოვანი ბავშვი გატაცებას მეზობლების წყალობით გადაურჩა, რომლებისთვისაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვო აღმოჩნდა.

მცირეწლოვანის გატაცებაში ბრალდებული 48 წლის დავით გეჯაძეა. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები