თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, აფთიაქიდან გამოსულ მამაკაცს, საკუთარი ავტომობილი ადგილზე აღარ დახვდა – ქურდობის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

სამინისტროში “ფორტუნასთან” აცხადებენ იმასაც, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ ავტომობილს მალევე, ოდნავ მოშორებით მიაგნო. მათივე ცნობით, ის დაზიანებული არ არის და წინასწარი მონაცემებით მანქანიდან არაფერია წაღებული.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძებო მოქმედებები ტარდება.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები