თბილისში აიტექნიკსის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდი დააკავა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მოზარდი აიტექნიკსის გაქურდვის მცდელობისას მაღაზიის ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

მსგავსი თემები