LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალგაზრდებს კონკრეტულ სპეციალობებს შეასწავლიან და დაასაქმებენ

157
tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-street-tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-199496174

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს და დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე აცხადებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 40-მდე სპეციალობაში: მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში განხორციელდება.

ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში გაივლის: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ქ. თბილისში რეგისტრაცია;

მინიმალური ასაკი 18 წელი;

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა. პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 18-30 მაისი. სასწავლო პროცესი კი 6 ივნისიდან დაიწყება.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები