colliers georgia – ს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, თბილისში 2021 წლის აპრილში 3,103 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 140 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

colliers georgia – ს ცნობითვე, 2021 წლის აპრილში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,049 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 21%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

2021 წლის აპრილში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 17%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს ტრანზაქციების რიცხვი 21%-ით შემცირდა 2019-თან შედარებით. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 39%-იანი ზრდა განიცადა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, 2021 წლის პირველ კვარტალში 7,738 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი – 6%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2019-ის პირველ კვარტალთან – 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები