LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)

68150
9_49501744-18c6-4297-83e9-5867f0fdbc8f

თბილისში ბინა 5 მილიონ ლარზე მეტად იყიდება. საცხოვრებელი ფართი, ვაკეში, კერძოდ ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და 7 ოთახს მოიცავს.  მისი ოფიციალური ღირებულება კი 5 378 400 ლარს შეადგენს.

ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – ss.ge-ზეა განთავსებული.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბინის საერთო ფართობი 487 კვ. მეტრია და ის ახალაშენებულ კორპუსში, მე-13 სართულზე მდებარეობს.

„იყიდება ვაკეში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ( აქსისი , ვაკის პარკის მიმდებარედ) 487 კვმ პენტჰაუსი, იდეალურად გარემონტებული , უმაღლესი ხარისხის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი. ბინა ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი მომხმარებლებისთვის! აღნიშნული აქტივი გათვლილია მხოლოდ ვიპკატეგორიის მომხმარებლებზე“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები