LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ცოფის ვირუსის კიდევ ერთი, მე-5 შემთხვევა დაფიქსირდა

365
cofianidzaghli

თბილისში ცოფის ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.

ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

“მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ,”-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, წელს დედაქალაქში ცოფის ვირუსის უკვე ხუთი შემთხვევა ფიქსირდება.

აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია – როგორ უნდა მოვიქცეთ ცოფის წინააღმდეგ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები