LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს ძველისა და ახლის გემოვნებიანი შერწყმით „ბაზარი“ იხსნება – მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული ბედნიერება

111
1ააა

როცა ვახსენებთ სიტყვას „ბაზარი“, პირველად ნამდვილი, თბილისური ბაზარი გვახსენდება – მთელი მისი აზიური ეგზოტიკით. მე-19 საუკუნე –  ფერადი, მრავალგვარი, ჯანსაღი პროდუქტით დახუნძლული დახლები, ზედმეტად მოსაუბრე გამყიდველი, მშვიდი და აუჩქარებელი სეირნობა დახლებს შორის, ჰაერში დატრიალებული, ახალგამომცხვარი პურის სურნელი, შემთხვევითი შეხვედრები ძველ ნაცნობებთან და გრძელი, გაბმული საუბრები.

ნათლად წარმოგიდგა გარემო? ახლა, კი მისი თანამედროვე ვერსია წარმოიდგინე: ეს არის ჩვენ მიერ შექმნილი „ბაზარი“, ძველისა და ახლის გემოვნებიანი შერწყმა – სადაც შეგიძლია ნებისმიერ დროს გვესტუმრო, იმოგზაურო ძველ თბილისში და კულინარიული ბედნიერება მოიწყო.

ჰოდა, ასე, თბილისური ბაზარი, როგორც დედაქალაქის უმთავრესი ტრადიცია, გონებაში წარმოდგენილი კადრებითა და მასთან დაკავშირებული ემოციების დახმარებით გავაცოცხლეთ  – ინტერიერი და ექსტერიერი,  სტილისტიკა და ლოგოტიპი სტუდიო 9-სთან ერთად შეიქმნა.  ხელით დაიხატა ფირნიშები ქართველი მხატვრის მიერ, ხოლო „ბაზრის“ თანამშრომლების ტრადიციული სამოსი, სამოსელი პირველის მიერ დადიზაინდა და შეიკერა.

აქ ყველაფერია, რაც წყაროებიდან თუ მონაყოლიდან იცი: გარემო – ყვავილებისა და სუვენირების დახლები, გამწვანებული ბაღი, სიჭრელე, ნამდვილი ქართული ორნამენტები.

თბილისი ყოველთვის მიიჩნეოდა მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან ქალაქად. ეს ჩვენს კულტურაზეც და კერძებზეც მკაფიოდ აისახა და ასეც გრძელდება თანამედროვე თბილისში. თამამად ვიტყვით, რომ ტურისტებისთვის, გურმანებისთვისა და მრავალეთნიკური კერძების მოყვარულთათვის კულინარიული სამოთხე შევქმენით.

აქ ნახავ უგემრიელესი სამზარეულოს, ხორცის დელიკატესებისა და საუკეთესო ყველის კუთხეებს. ეზოში ახლადგამომცხვარი დედას პურების სურნელი ტრიალებს. აქვე შეძლებ, შეიცნო ცნობილი ევროპული ბრენდების პროდუქცია და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, ნამდვილი ქართული ნაწარმი.

საგულდაგულოდ შერჩეული უმაღლესი ხარისხის ახალი ხილ-ბოსტნეული და 100 % ნედლი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები – ყველაფერი ეს HACCP( საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) სიტემით იწარმოება, ყოველდღიურად მოწმდება პესტიციდებსა და აგროქიმიური საშუალებების შემცველობაზე.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უსაფრთხო, სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი. არ მოვაკლოთ კულინარიული სიახლეები. შევუქმნათ მას ყიდვისთვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო, შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, რაც კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას განაცდევინებს ყიდვის პროცესში და ამავდროულად მისცემს საშუალებას დაისვენოს.

აღსანიშნავია, რომ “ბაზარი” წისქვილი ჯგუფის ქვე-ბრენდია.

  • ჩადებული ინვესტიციის მოცულობა – 700 000 ლარი

  • დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა – 100 ადამიანი

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები