LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მამაკაცი მოკლეს

444
unnamed

თბილისში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე, გუშინ მოხდა.

“ფორმულას” ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.

“ფეხში, არტერიაში დაჭრეს და სისხლდენისგან დაიცალა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 20 საათზე მოხდა. როცა ნახეს, ეს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. არ იციან ვინ მოკლა, მაგრამ კამერებია დამონტაჟებული და ამოიღებენ”,-აცხადებს თვითმხილველი.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პიროვნება უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის.

საქმეზე გამოძიება კი, სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები