LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში შემოსვლით ორი ევროპული ავიაკომპანია დაინტერესდა

198
4fe35aca-57ef-4f2c-8e63-a97da858f44c-airitaly1-111463

ქართული ავიაბაზრით ახალი ევროპული ავიაკომპანიები ინტერესდებიან. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, „ტავ ჯორჯიასა“ და „ტავ ჰოლდინგის“ მარკეტინგის გუნდი აქტიურად აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან.

„თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის. ამ ეტპაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები