LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გარემოს დაცვის საკითხებზე მასშტაბური საჯარო ფორუმი ჩატარდება

366
1

საჯარო ფორუმი Talking Environment – „გარემოს ქმნი შენ – ყველაზე მასშტაბური საჯარო ღონისძიება გარემოს დაცვის საკითხებზე გაიმართება 5 მაისს (12:15) საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი).

ღონისძიებას დაესწრება ფართო საზოგადოების, ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, პროექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-ზე მეტი წარმომადგენელი.

ფორუმის მიზანია გარემოს დაცვის, განსაკუთრებით, ნარჩენების მართვის საკითხებში, ფართო საზოგადოების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა.

მთავარი მომხსენებლები

–           კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში;

–           ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

–           კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;

–           ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

–           გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი;

–           მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი;

–           ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი;

–           ნინო თევზაძე, CENN.

ფორუმი ტარდება ევროკავშირის პროექტისტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში, ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები