LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში Hollywood Film Academy-ს ფილიალი იხსნება: რა ეღირება სწავლა, უკვე ცნობილია

186
ipiccy_image

მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი გაიხსნება, რომელიც აკადემია დამწყებ მსახიობებსა და მოყვარულებს საბაკალავრო პროგრამასთან ერთად, საინტერესო კურსებს და მასტერკლასებს შესთავაზებს. პროექტი “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის” (SEU) ბაზაზე განხორციელდება, სწავლების პროცესს კი წამყვანი ამერიკელი ასოცირებული პედაგოგები გაუძღვებიან.

საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში Hollywood Film Academy–ის წარმომადგენელმა ლინდა კიკოლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული აკადემიის მიზანია, საქართველოში პირველი მაღალი დონის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა შექმნას და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს კინოინდუსტრიაში საკუთარი თავის წარმოჩენასა და რეალიზებაში დაეხმაროს.

როგორც ლინდა კიკოლაშვილი ამბობს, Hollywood Film Academy საშუალოდ წლის განმავლობაში კურსებზე 3000– ზე მეტ მსმენელს ელის, მათ შორის: როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან.

„Hollywood Film Academy არის კერძო სასწავლებელი, შესაბამისად, ხარისხიანი სწავლება ჩვენთვისაც დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. საბაკალავრო პროგრამის საფასური სპეციალობებიდან გამომდინარე შეიცვლება და ფასთა გრადაცია $4500-8000– მდე იქნება, ხოლო სასერტიფიკატო კურსები $350-დან 700–მდე ეღირება“, – აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში Hollywood Film Academy–ის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, Hollywood Film Academy 2013 წელს ლოს ანჯელესში დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები