LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კახეთსა და იმერეთში, დააყადაღეს გოგაშვილის ოჯახისა და მათი გარემოცვის ბინები, ნაკვეთები, მანქანები, იარაღები

93
სოსო გოგაშვილის სახლი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაედო, რომელთა შორისაც საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღებია. ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის განცხადებით, ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში განხორციელდა.

“ბოლო მუქარა ოჯახის ლიკვიდაცია იყო” – გოგაშვილის ცოლი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა მათი კუთვნილი ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „3 ავტომანქანიდან, რომელიმეში თუ ნარკოტიკი, იარაღი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ლილუაშვილს, შოთაძეს და გომელაურს აკისრებს“.

„გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. 15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს – „ტოიოტა პრადო“, „ელანტრა“ და „მერსედესი“. მივმართავ ტელევიზიებს – დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? ბოლო მუქარაა ოჯახის ლიკვიდაცია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი. რუსულ ,„ცნებასთან“ ერთად უსირცხვილო და ბოროტი „ოცნებაა”, – აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

„შკოდებით მოვიდნენ, კარის გაღებას ითხოვენ, მანამდე რაც არ ჰქონდათ დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიჰყავთ ავტომანქანები“ – სოსო გოგაშვილის შვილი

სოსო გოგაშვილის ადვოკატის დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, როგორც ადვოკატების, ასევე გოგაშვილის ოჯახის წევრების ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ საგამოძიებო უწყების მხრიდან ინფორმაცია არ ჰქონიათ.

„ქონების დაყადაღებისა და ამოღების შესახებ განჩინება მიღებული იყო 3 დღის წინ, ჩვენ სამი დღეა ამ განჩინების შესახებ არაფერი ვიცოდით, ოფიციალურად არ ჩაგვბარებია, რაც მიუთითებს, რომ პროცედურა ჩატარდა უკანონოდ. ასევე მივუთითეთ, რომ შედგა მხოლოდ ყადაღის ოქმი, ამოღების ოქმი არ შედგენილა და არ ვიცით ვინ წაიყვანა აღნიშნული ავტომანქანები, ან ვის ჩაბარდება. ამასთან, ყადაღის პროცედურა აუცილებლად გულისხმობს, რომ მოძრავი ნივთი იყოს დათვალიერებული და დალუქული. ნივთის დაყადაღება მოხდა დალუქვის გარეშე“, – აღნიშნა დიმიტრი ღონღაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები