LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

1100
1520722-201139960090066-166606253-n

თბილისში პიანისტ ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის ყველა ბილეთი 25 წუთში გაიყიდა.

„ბედნიერებაა როცა შენს ქვეყანაში ასე გელიან!

Sold out – გაყიდვების დაწყებიდან ზუსტად 25 წუთში, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი, ეს მხოლოდ ხატიას შეუძლია!“- წერს სოციალურ ქსელში ნეკა სეფისკვერაძე

,,ხატია ბუნიათიშვილი პირველი ქართველი შემსრულებელია, რომლის კონცერტზე დასასწრებ ბილეთებზე უპრეცენდენტო მოთხოვნის გამო, ონლაინ რიგის სისტემის დაყენება გახდა აუცილებელი.

ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის 29 სექტემბრის კონცერტი დაპირებისამებრ, მხოლოდ Biletebi.ge-ზე გაიყიდა, ზუსტად 11:00 საათიდან. რიგის სისტემის დეტალური ინსტრუქციითა და კეთილი სურვილებით.

ხატიას, წარმატების კიდევ ერთ დადასტურებას ვულოცავთ და თქვენც გილოცავთ ვინც ბილეთების ყიდვა მოასწარით. რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“- წერს Biltebi.ge