LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშობიარები გარდაიცვალა – ჩვილი 2 დღით ადრე დაიღუპა

297
გარდაცვალება 33

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ახალნამშობიარები ქალი და მისი რამდენიმე დღის დაბადებული შვილი გარდაიცვალნენ.

7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს.  პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას სავარაუდოდ, კორონავირუსის ბრიტანული შტამის ფორმა ჰქონდა.

მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.

„გოგონა იყო 30 კვირის ფეხმძიმე, როდესაც ჩვენთან მოვიდა კოვიდის სიმპტომებით, მას გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. თავიდან იყო მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული და არ სჭირდებოდა რეანიმაცია, ის დაყოვნდა სამეანო განყოფილებაში. სამეანო განყოფილებაში ყოფნისას გაუარესდა მისი მდგომარეობა, იძულებული გავხდით, რომ რეანიმაციაში ფილტვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაგვეყვანა.“ – ამბობს კლინიკის დირექტორი.

მისი თქმით, ახალშობილი დედაზე ორი დღით ადრე გარდაიცვალა.

„ბავშვი დაიბადა განუვითარებელი ფილტვებით, შემდეგ ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, საოპერაციოშივე გახდა საჭირო ინტუბაცია. ახალშობილის დედა უკვე იყო ფილტვის ხელოვნურ ინტუბაციაზე. ახალშობილმა რამდენიმე დღე იცოცხლა სამწუხაროდ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა გარდაიცვალა გუშინ, ახალშობილი დაიღუპა ორი დღით უფრო ადრე“, – აცხადებს ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი ალექს ვაჩნაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოში კორონავირუსით  4245  ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები