LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში MAN-ის ავტობუსების შემოყვანა თებერვალში დაიწყება

20bd731a_Tegeta-Motors-მან-ის ავტობუსები-ტენდერი

დედაქალაქში ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსების შემოყვანა თებერვალში დაიწყება და მაისში დასრულდება. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, 90 ავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა.

„ზუსტად ვერ გეტყვით როდის შემოვა ავტობუსების პირველი ნაკადი თბილისში. თუმცა, ახალი MAN-ის ტიპის 90 ავტობუსი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შემოიყვანოს, თებერვლიდან დაიწყება. პროცესის პირველი ეტაპი მაისში დასრულდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ,  90 ავტობუსი მერიამ 45 მილიონ ლარად შეისყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები