LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

185
250613595_231_581_2837_2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს.

ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს”,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები