თბილისში, მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტომანქანა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი თემები